აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ირანის სამხედრო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე იერიშების ორი ახალი სერია განახორციელეს. დაიბომბა პორტები, სამეთაურო პუნქტები და საჰაერო თავდაცვის სისტემები.

პარალელურად, გრძელდება ირანული პორტების ბლოკადაც. ოპერაციების საპასუხოდ, თეირანმა იერიშები მიიტანა ბაჰრეინსა და ქუვეითში განლაგებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე. ესკალაციის ფონზე საუდის არაბეთმა და იორდანიამ საჰაერო სივრცე ნაწილობრივ დახურეს.

"წარმატებით მივიწევთ წინ, მაგრამ ირანი ახლა უკმაყოფილოა. საკითხი 47 წლის წინ უნდა გადაწყვეტილიყო, მაშინ ყველაფერი გაცილებით მარტივი იქნებოდა. ირანს სურს შეთანხმების მიღწევა. ვნახოთ, მოვახერხებთ თუ არა," - აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.