ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ომში "არასწორად გათვლები" გააკეთა, რაც არაზუსტი სადაზვერვო ინფორმაციის შედეგია. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
"აშშ, დაზვერვაში არსებული ხარვეზების გამო, დიდი ხანია არასწორ გათვლებს აკეთებს. ამის ნათელი მაგალითია ირანთან ომი", - წერს საგარეო საქმეთა მინისტრი.
არაღჩის თქმით, ყალბ ახალ ამბებზე უარესი, ყალბი სადაზვერვო ინფორმაციაა.
"ახლა ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით კიდევ უფრო დიდი შეცდომაა დაშვებული. ყალბ ამბებზე უარესი, ყალბი სადაზვერვო ინფორმაციაა. ფრთხილად იყავით", - დასძინა მან.
