ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ საფრანგეთმა უნდა შეწყვიტოს მსოფლიოსთვის მორალის კითხვა ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის შესახებ და აღნიშნავს, რომ საფრანგეთის მხარდაჭერამ ისრაელის მიმართ ღაზაში და ირანის წინააღმდეგ განხორციელებულმა აგრესიამ, ქვეყნის ავტორიტეტი შეარყია.

"ისეთმა ქვეყნებმა, როგორიც საფრანგეთია, უნდა შეწყვიტონ მსოფლიოსთვის ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის შესახებ მორალის კითხვა. ეს თვალთმაქცობა თვალსაჩინო და დამთრგუნველია. თქვენმა მხარდაჭერამ ისრაელის გენოციდისადმი ღაზაში - და აგრესიამ ირანის წინააღმდეგ - გაანადგურა ის მორალური უპირატესობა, რომელიც გეგონათ, რომ გქონდათ", - დაწერა არაღჩიმ სოციალურ ქსელ X-ზე.