თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, იალოვას პროვინციაში, სასწავლო მისიის დროს, F-16 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავი ჩამოვარდა.

მათივე ინფორმაციით, პილოტმა კატაპულტირება შეძლო და კატასტროფას გადაურჩა.

როგორც Reuters-ი წერს, ადგილობრივი მედიის მიერ შემთხვევის ადგილზე გადაღებულ კადრებში შავი კვამლის სქელი ღრუბელი ჩანს, რომელიც სავარაუდოდ თვითმფრინავის აფეთქებამ გამოიწვია.