ვულკან "ეტნას" ამოფრქვევის შედეგად, სიცილიაში საჰაერო მიმოსვლა პარალიზებულია - ვულკანური ფერფლის გამო, კატანია-ფონტანაროსას აეროპორტი დროებით დაიხურა. ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ვულკანის ამოფრქვევით გამოწვეული ფერფლი მალტასა და ლიბიასაც კი აღწევს. "ეტნა" უკვე მეექვსე დღეა ლავის ამოფრქვევას აგრძელებს.

მედიის ცნობით, ვულკანის ამოფრქვევის დაწყებიდან მოყოლებული, დაახლოებით 388 ფრენა იყო გაუქმებული, აეროპორტის დღევანდელი დახურვის გამო კიდევ 55 რეისი გაუქმდა.

ათობით სხვა რეისი გადაიდო ან გადამისამართდა რეგიონის სხვა აეროპორტებში, მათ შორის, პალერმოს, ტრაპანისა და კომისოს აეროპორტებში.