ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის უმოქმედობით უკმაყოფილოა, ამტკიცებს, რომ მათ ნაწილს ციხეში მოხვედრის ეშინია, ნაწილი გაყიდულია, სხვები კი უცხოეთში ისვენებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება უმრავლესობაში.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ოპოზიცია იმ ჭაობში იხრჩობა, რომელიც თავადვე შექმნა.
"იმდენი აბსურდი აკეთა ოპოზიციამ, სააკაშვილით დაწყებული, ბოლო ე.წ. ოპოზიციონერით დამთავრებული, რომ ამ აბსურდის ხლართებში არიან თვითონვე გახვეულები. რაც მეტს ფართხალებენ უფრო მეტად ითრევს ის ჭაობი, რაც მათ შექმნეს. ასე რომ, გასაყოფიც არაფერიც არაფერი აღარ დარჩათ. უბრალოდ, ცდილობენ, რომ ჭაობში ჩაძირვის დროს ერთმანეთის თავებს დააბიჯონ ფეხი და ისე ამოვიდნენ ზემოთ. რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო ღრმად ითრევს მათ ამ ჭაობში, რომელიც თვითონვე შექმნეს. მათ უნდოდათ საქართველოში ჭაობის მოწყობა და ამ ჭაობის მსხვერპლი თვითონ გახდნენ", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
