მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას ისევ აკრიტიკებს. ექსპრეზიდენტი ოპოზიციის უმოქმედობით უკმაყოფილოა, ამტკიცებს, რომ მათ ნაწილს ციხეში მოხვედრის ეშინია, ნაწილი გაყიდულია, სხვები კი უცხოეთში ისვენებენ.
"ფედერალისტური პარტიის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის, თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, სააკაშვილისთვის სულ ერთია საქართველო გადარჩება თუ არა, მისთვის მთავარია თავად იყოს სათავეში.
"სააკაშვილი სამყაროს უყურებს ტელევიზორში. იმ ტელევიზორში, სადაც ეთერს თვითონ ყიდულობს. შესაბამისად, რომ ვერ გვხედავს ეგ გასაკვირი არ არის, მაგ კაცისთვის მნიშვნელობა არ აქვს ეს ქვეყანა გადარჩება თუ არ გადარჩება.
თუ თვითონ არ იქნება, მისთვის ეს ქვეყანა სულ ერთია, თუნდაც ქვა-ქვაზე ნუ დარჩება", - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა", - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
