კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 280 გადააჭარბა. მაშველები ნანგრევებში გადარჩენილებს კვლავ ეძებენ.

დაზიანებულია დაახლოებით 5 000 სახლი, ათობით შენობა კი მთლიანად დანგრეულია.

7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონსა და მეზობელ სახელმწიფოებში – ვენესუელაში, ეკვადორსა და პანამაშიც იგრძნობოდა.

ევროკავშირი კოლუმბიის დასახმარებლად 2 მილიონ ევროს გამოყოფს.