ირანულმა საინფორმაციო სააგენტო Mehr-მა ირანის უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Israel Hayom-ი ავრცელებს.
როგორც მედია წერს, Mehr-მა კადრებს ირანის უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გადაღებული პირველი ვიდეო უწოდა.
მედიის ინფორმაციით, როგორც ჩანს, ხამენეი რელიგიის შემსწავლელ გაკვეთილს ესწრება. ირანულმა სააგენტომ ჩანაწერს ახალი კადრები უწოდა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როდის ან სად არის ვიდეო გადაღებული და რა ვითარებაში მოხდა მისი გადაღება.
აიათოლა მოჯთაბა ხამენეის საჯარო ღონისძიებებზე არყოფნა მისი ჯანმრთელობის შესახებ მრავალი ჭორი და სპეკულაცია გამოიწვია.
ხამენეი თანამდებობის დაკავების შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა და არც სიტყვით გამოსულა. დღემდე ირანის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტოებმა მხოლოდ რამდენიმე წერილი გამოაქვეყნეს, რომლებიც, მათი მტკიცებით, უზენაესი ლიდერის მიერ არის დაწერილი.
