კანადაში ტყის მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან. სტიქიის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა სამერლენდის ოლქში. ცეცხლის ჩაქრობას 1 500-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ცდილობს.

ხანძრის გავრცელების გამო, სტიქიის ზონიდან ათასობით მოქალაქეა ევაკუირებული. კანადაში ტყის ხანძრებმა დაახლოებით 5 000 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა და არაერთ დასახლებაში ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია.

ტყის ხანძრების ცენტრის ინფორმაციით, წელს კანადაში ხანძრებმა 3.9 მილიონი ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა.