"კიევი პრაიდმა" 14 ივნისს უკრაინის დედაქალაქში აღლუმი გამართა, რომელსაც 1500-ზე მეტი მონაწილე ჰყავდა. დედაქალაქში გამართულ აღლუმს პროტესტი და დაპირისპირება მოჰყვა. 

"აღლუმში სხვა უკრაინულმა პრაიდებმაც მიიღეს მონაწილეობა, მათ შორის, "ხარკოვ პრაიდმა" და "უკრაინა პრაიდმა". წარმოდგენილი იყო "კიევის სტუდენტური საზოგადოება", ასევე წარმოდგენილი იყო კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტური პარლამენტი და Ukraine Global Scholars-ი“, - ნათქვამია "კიევი პრაიდის" Facebook პოსტში.

7 ივნისს, საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობასთან გაიმართა საქველმოქმედო ღონისძიება, რომელშიც "კიევის პრაიდის" მხარდასაჭერად დრონები გამოიყენეს და რომელსაც საპროტესტო აქცია მოჰყვა.

მსვლელობას შეუერთდნენ ევროკავშირის, კანადის, დიდი ბრიტანეთის და რამდენიმე სხვა ქვეყნის, მათ შორის, საფრანგეთის, გერმანიისა და ესპანეთის წარმომადგენლები.

მსვლელობას შეუერთდა ლგბტ+ სამხედრო არასამთავრობო ორგანიზაცია.

"მსვლელობის მონაწილეებს შორის იყო ვეტერანი ვიქტორ პილიპენკო, “ლგბტ+ სამხედროები თანასწორი უფლებებისთვის” არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი. მან საზოგადოების ყურადღება მიაპყრო ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეებისა და ვეტერანების მზარდ რაოდენობაზე და იმ ფაქტზე, რომ მათი ოჯახები კანონით აღიარებული არ არის”, - ნათქვამია “კიევი პრაიდის” განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ მსვლელობისას, სერგეი სტერნენკოს ფონდისთვის 20 000 გრივნა შეგროვდა არმიისთვის დრონების შესაძენად.

"სამწუხაროდ, აღვნიშნავთ, რომ მათ, ვინც ძალადობას უწყობს ხელს, უფრო მეტი წვდომა აქვთ საჯარო სივრცეში და თავისუფლად დადიან ცენტრალურ ქუჩებში, ხოლო "კიევი პრაიდის" აქციის მონაწილეები გარშემორტყმული არიან პოლიციით და მარშრუტი შეზღუდული აქვთ", - აღნიშნულია პრაიდის განცხადებაში.

ცნობისთვის, "კიევი პრაიდმა" მარში, 2022 წლის თებერვალში უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაწყების შემდეგ, მარში პირველად, 2024 წლის ივნისში ჩაატარა.