დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი საპარლამენტო მანდატს ტოვებს. მისი თქმით, საუკეთესო ოლქის წარმომადგენლობა მისთვის უდიდესი პატივი და პრივილეგია იყო, თუმცა დროა, გვერდზე გადგეს და გზა სხვას დაუთმოს.
პოლიტიკოსის განმარტებით, სამომავლო საქმიანობას საერთაშორისო ურთიერთობებს, თავდაცვას, უსაფრთხოებას, ვაჭრობასა და ტექნოლოგიებს დაუკავშირებს.
"გადავწყვიტე, რომ ახლა არის შესაფერისი დრო, დავტოვო ჰოლბორნისა და სენტ-პანკრასის ოლქის დეპუტატის თანამდებობა და ეს პასუხისმგებლობა ჩემს შემცვლელს გადავაბარო.
ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგია იყო, ბოლო 11 წლის განმავლობაში, ქვეყნის საუკეთესო საარჩევნო ოლქის წარმომადგენელი ვყოფილიყავი მას შემდეგ, რაც შესანიშნავი ფრენკ დობსონისგან ეს პასუხისმგებლობა გადავიბარე.
მაგრამ ახლა დროა, გვერდზე გავიწიო და ყურადღება სხვა საკითხებზე გადავიტანო - მათ შორის, საერთაშორისო ურთიერთობებზე, თავდაცვაზე, უსაფრთხოებაზე, ვაჭრობასა და ტექნოლოგიებზე, რომლებიც სწრაფად ცვალებად მსოფლიოში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.
ასევე, სხვებთან ერთად გავაგრძელებ მუშაობას, ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად, როგორც ამას მრავალი ათწლეულის განმავლობაში ვაკეთებდი,", - აცხადებს სტარმერი.
