საფრანგეთში 10 ადამიანი დააკავეს ონლაინ ინფორმაციის გავრცელებისთვის, რომლის თანახმადაც პირველი ლედი ბრიჯიტ მაკრონი მამაკაცია. ისინი სასამართლოს წინაშე დღეს წარდგებიან, - იტყობინება BFMTV საფრანგეთის პროკურატურაზე დაყრდნობით.
"ორშაბათს და სამშაბათს პარიზის სასჯელაღსრულების სასამართლოში 10 ადამიანი წარდგება სასამართლოს წინაშე საფრანგეთის პრეზიდენტის მეუღლის, ბრიჯიტ მაკრონის წინააღმდეგ კიბერბულინგის საქმეზე, რომელიც მთელ მსოფლიოში გავრცელებული ყალბი ინფორმაციის სამიზნე გახდა, სადაც ის ტრანსგენდერი ქალია. ბრალდებულები 41-დან 60 წლამდე ასაკის არიან. ისინი ეჭვმიტანილები არიან ბრიჯიტ მაკრონის შესახებ მრავალი შეურაცხმყოფელი განცხადების გაკეთებაში, მის "გენდერზე", "სექსუალობაზე" მითითებაში და ქმართან მისი ასაკობრივი სხვაობის "პედოფილიასთან" გაიგივებაშიც კი", - აღნიშნა პარიზის პროკურატურამ.
