იტალიაში, მილანის "ინტერის" სათადარიგო მეკარე, ხოსეპ მარტინესი 81 წლის მამაკაცს ავტომობილით შეეჯახა. მოხუცი, რომელიც შშმ პირებისთვის განკუთვნილი ეტლით გადაადგილდებოდა, შემთხვევის ადგილზე დაიღუპა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ფეხბურთელი "ინტერის" საწვრთნელ ბაზაზე, ვარჯიშზე მიდიოდა.
საქმეზე დაწყებულია გამოძიება. როგორც მედია იუწყება, მარტინესი გამოძიებასთან თანამშრომლობს.
