საფრანგეთის სტუდენტთა ეროვნული კავშირი (UNEF) სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში 3 და 5 ნოემბერს "შავ დღეებს" აანონსებს.

ორგანიზაცია ამ დღეებში სტუდენტური საერთო კრებების გამართვისა და უნივერსიტეტების ბლოკირების მოწოდებით გამოდის.

"მთავრობას ჩვენი მოსმენა არ სურს? 3 ნოემბერს უნივერსიტეტებში "შავი დღე" მოვაწყოთ - დაესწარით საერთო კრებებს და დაბლოკეთ თქვენი უნივერსიტეტები. 5 ნოემბერს კი მასობრივად გამოვიდეთ ქუჩებში!" - წერს სტუდენტური გაერთიანება.

ფრანგული მედიის ცნობით, საფრანგეთში სასწავლო დაწესებულებების ბლოკირება დღეს განახლდა. სკოლების ბლოკირების მოწოდებით, გუშინ მოსწავლეთა ორგანიზაცია Les Lycéens!-ი გამოვიდა.