თბილისში, ე.წ. გადასასვლელ ხიდზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ცნობისთვის, ხიდზე ცეცხლი ერთ-ერთ მაღაზიაში ცოტა ხნის წინ გაჩნდა, რომელიც სხვადასხვა ობიექტებზე გავრცელდა.