მექსიკაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ოხაკას რეგიონში, მატარებლის რელსებიდან გადასვლის შედეგად, სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა და თითქმის 100 დაშავდა. ინფორმაციას BBC მექსიკის საზღვაო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, მექსიკის ყურესა და წყნარ ოკეანეს შორის მიმავალ მატარებელში 241 მგზავრი და ეკიპაჟის ცხრა წევრი იმყოფებოდა.
საზღვაო ძალების ცნობით, სულ 98 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან 36 საავადმყოფოში მკურნალობს.
მაღალჩინოსნების თქმით, მატარებელი ნიზანდას ქალაქთან ახლოს, მოსახვევში რელსებიდან გადავიდა. მექსიკის გენერალურმა პროკურორმა დაადასტურა, რომ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.
