თურქეთში, შანლიურფას პროვინციის ჰარანის რაიონში, სარწყავ არხში გადავარდნილი მანქანა იპოვეს, რომელშიც სამი ბავშვის ცხედარი იყო. ავტომობილის მძღოლის სამძებრო სამუშაო გრძელდება.
თურქული მედიის ინფორმაციით, მძღოლმა თოვლისა და ლიპ-ყინულის გამო ავტომობილის გაკონტროლება ვერ შეძლო და არხში გადავარდა. მათივე ცნობით, ავტომობილიდან დაღწევა ორმა ადამიანმა შეძლო, თუმცა ერთი ზრდასრული და სამი ბავშვი მანქანაში ჩარჩნენ.
შემთხვევის შემდეგ, ადგილზე დიდი რაოდენობით სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო და საპოლიციო ბრიგადები იყო მობილიზებული. სპეციალური ტექნიკის დახმარებით ავტომობილი არხიდან ამოიღეს, თუმცა მძღოლის პოვნა ვერ მოხერხდა. ავტომობილში 3 ბავშვის ცხედარი აღმოაჩინეს.
