ჯონდი ბაღათურიამ საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ერთად პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა. წინადადებათა პაკეტი ეხება უკონტროლო მიგრაციისა და შრომის ბაზრის დაცვის საკითხებს.
მათ მედიასთან განმარტება გააკეთეს, რას გულისხმობს მათი ინიციატივა, ეს არის მიგრანტებისთვის დაბალკვალიფიციურ პოზიციებზე დასაქმების შეზღუდვა და მეორე ეხება ახალი ტარიფის დაწესებას, ქონების გადასახადის შევსებისთვის.
"ჩვენ, მიგრანტებს აღარ ვაძლევთ ნებართვას, იმუშაონ დაბალ კვალიფიციურ სამუშაოებზე, როგორიც არის კურიერები, ტაქსები და სხვა ასეთი ტიპის სამუშაოები. ასევე, სასწავლო ბინადრობის უფლების მქონეებს, ანუ სტუდენტებს, ასევე ეკრძალებათ ამის მიხედვით დაბალ კვალიფიციურ სამუშაოებზე მუშაობა, თუმცა ორთავე შემთხვევაში, გამონაკლის შემთხვევაში, თუ მათ რაიმე ისეთი სპეციალობა აქვთ, რომელიც ჩვენ გვჭირდება, მთავრობის დადგენილებით მათ ექნებათ მუშაობის საშუალება", - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.
