კალიფორნიაში, ძლიერმა შტორმმა, რომელიც სინოპტიკოსების პროგნოზით დღესაც გაგრძელდება, უხვი ნალექი გამოიწვია. წყალდიდობებს და მეწყერს სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სტიქიის გამო, მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია გახდა საჭირო. დროებით, შეფერხებული იყო საავტომობილო მოძრაობაც.
შტატის გუბერნატორმა შტატში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა.
