პოლონეთის ელჩი საფრანგეთში, იან ემერიკ როშჩიშევსკი თანამდებობიდან გათავისუფლდა გამოძიების დასრულებამდე, რომელიც ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საქმის ფარგლებში მიმდინარეობს და ყალბი დიპლომების გაცემას უკავშირდება.
ამის შესახებ ინფორმაცია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, - იუწყება ფრანგული გამოცემა 20 minutes-ი.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, პოლონელი დიპლომატი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სამშაბათს, ვარშავის აეროპორტში, ჩასვლისთანავე დააკავეს.
მედიის ცნობით, ელჩი, რომელიც რაიმე კანონდარღვევას უარყოფს, თანამდებობას 2022 წლიდან იკავებდა.
დიპლომატის გარდა, საქმეში ასევე ფიგურირებენ მაღალი თანამდებობის პირები და ყოფილო პარლამენტარები, კონსერვატიული პარტია "სამართლისა და სამართლიანობის" წევრები.
