იაპონიის მთავრობამ თავდაცვის რეკორდული ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალი წლისთვის გამოყოფილი თანხა 58 მილიარდს აღემატება. Associated Press-ი წერს, რომ ხარჯების მიზანია, თავდასხმის შემთხვევაში, საპასუხო დარტყმების უზრუნველყოფა და სანაპირო ზოლის დაცვა.
წლიურად, ტოკიო თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს დახარჯავს.
