აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ "ძლიერი და სასიკვდილო დარტყმა" განხორციელდა.

თეთრი სახლის ლიდერმა ე.წ. "ისლამურ სახელმწიფოს“ ტერორისტული ნაგავი უწოდა და დაჯგუფება "უდანაშაულო ქრისტიანების მიზანში ამოღებასა და სასტიკ მკვლელობაში" დაადანაშაულა. ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა "მრავალი იდეალური დარტყმა განახორციელეს".