იტალიელმა პალეონტოლოგებმა ბორმიოს მახლობლად მდებარე ეროვნულ პარკში, სადაც 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები გაიმართება, ათასობით დინოზავრის ნაკვალევი აღმოაჩინეს.

ნაკვალევი, რომელთა რიცხვი დაახლოებით 20 000-ია და რომლებიც, დაახლოებით, 210 მილიონი წლის წინანდელია, ველური ბუნების ფოტოგრაფმა ელიო დელა ფერერამ ჯერ კიდევ სექტემბერში აღმოაჩინა.

ნაკვალევი 40 სანტიმეტრამდე (15.7 ინჩი) სიგანისაა და ზოგიერთ შემთხვევაში ისინი იმდენად კარგად არის შემონახული, რომ კლანჭების კვალი მკაფიოდ ჩანს, რაც ამ აღმოჩენას ბოლო ათწლეულების ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ მოვლენად აქცევს.

"ეს იტალიაში ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი ნაკვალევია და ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი, რაც კი ბოლო 35 წლის განმავლობაში მინახავს“, - თქვა მილანის ბუნების ისტორიის მუზეუმის პალეონტოლოგმა, კრიშტიანუ დალ სასომ.

"ამჯერად, რეალობა ნამდვილად აღემატება ფანტაზიას“, - დასძინა მან.