აღმოსავლეთ ავღანეთში, მეწყერს სულ მცირე 25 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 8 პირი, ასევე , არიან დაკარგულები.

მეწყერი  ნურისტანის პროვინციაში, ღამით ჩამოწვა.

 

მედიის ცნობით, სტიქიის შედეგად დაინგრა სულ მცირე 20 სახლი. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით,  დაღუპულთა რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს.

მათივე ცნობით, სამაშველო ოპერაციას ხელს უამინდობა უშლის. გარდა ამისა, თოვლმა გადაკეტა პროვინციამდე მისასვლელი მთავარი მთავარი გზა.

ფოტო:არქივი