მინეაპოლისში ფედერალურმა აგენტებმა კიდევ ერთი ადამიანი მოკლეს. ინფორმაციას CNN პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო ერთ თვეში ეს უკვე მეორე შემთხვევაა.

შტატების შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ცნობით, სასაზღვრო სამსახურის აგენტებმა მამაკაცს, რომელიც მათ იარაღით უახლოვდებოდა, ცეცხლი თავდაცვის მიზნით გაუხსნეს.

მოკლულია 37 წლის მამაკაცი. ის ამერიკის მოქალაქე იყო. იარაღი კანონიერად ჰქონდა შეძენილი და არ იყო ნასამართლევი.