ვიცე-პრეზიდენტს ნათლად ავუხსენი, რომ უნგრეთი უცხო ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურების მხრიდან არჩევნებში ძალიან ხისტი და ღია ჩარევის მომსწრეა, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ჯეი დი ვესნთან, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
ორბანის თქმით, განსაკუთრებით მიესალმება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომლითაც მან დახურა ფინანსური ნაკადები, რომელიც სხვა ქვეყნების არჩევნებში ჩარევას ხმარდებოდა.
"მე ვიცე-პრეზიდენტს ნათლად ავუხსენი, რომ უნგრეთი უცხო ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურების მხრიდან არჩევნებში ძალიან ხისტი და ღია ჩარევის მომსწრეა. ამიტომაც განსაკუთრებით მივესალმეთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომლითაც მან დახურა ფინანსური ნაკადები, რომელიც სხვა ქვეყნების არჩევნებში ჩარევას ხმარდებოდა. მსოფლიო პოლიტიკის ამ მნიშვნელოვან მომენტში, ძნელია იმის გაგება, თუ რა ხდება მრავალ წერტილში. მადლობა სტუმრობისთვის. ამერიკელებსა და უნგრელებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობის გამო, ახლა ჩვენ გვაქვს ამერიკა-უნგრეთის მეგობრობის დღე, თქვენი დასწრება კი მას განსაკუთრებულს ხდის", - განაცხადა ორბანმა.
