დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის, დაახლოებით, რვა მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების იარაღის გაყიდვას აჩქარებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

ქვეყნების სიაში არის: ისრაელი, კატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ქუვეითი. უწყების განმარტებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განსაზღვრა, რომ არსებობდა "საგანგებო მდგომარეობა", რაც ქვეყნებისთვის იარაღის დაუყოვნებლივ გაყიდვას მოითხოვდა და მათ ეს გადაწყვეტილება კონგრესის გვერდის ავლით მიიღეს.