ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ სამხრეთ ლიბანში, "ჰეზბოლას" 120 სავარაუდო სამიზნეზე იერიში მიიტანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
"ცაჰალის" ცნობით, სამიზნეებს შორის, 70 სამხედრო და დაახლოებით 50 სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტი იყო.
ამასთან, "ჰეზბოლამ", სამხრეთ ლიბანში, ისრაელის ძალებზე განხორციელებულ 5 ახალ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.
