მექსიკის დასავლეთ შტატ ნაიარიტში, ტურისტული ავტობუსის ავარიის შედეგად, სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა და 31 დაშავდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ნაიარიტის შტატის მთავრობის ცნობით, ხალისკოს შტატიდან მომავალი ავტობუსი, ქალაქ ამატლან-დე-კანასთან ახლოს გზიდან გადავიდა და გადაბრუნდა. ოფიციალური პირების ინფორმაციით, მგზავრები ნაიარიტის შტატში, გასართობ ცენტრში მიდიოდნენ.

მედიის ცნობით, ავტობუსების მონაწილეობით, ფატალური ავარიები, ლათინური ამერიკისა და მექსიკის მაგისტრალებზე ხშირია.