ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას ჯერ არ გადაუხედავს ირანის ახალი სამშვიდობო წინადადებისთვის, თუმცა ამას მოგვიანებით გააკეთებს, - ამის შესახებ ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
"მათ შეთანხმების კონცეფცია ამიხსნეს. ახლა ზუსტ ფორმულირებას მომცემენ", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მედიის ცნობით, მალევე, ტრამპმა სოციალურ ქსელშიც დაადასტურა, რომ გეგმას განიხილავდა.
"მალე გადავხედავ ირანის მიერ გამოგზავნილ გეგმას, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, რომ ის მისაღები იყოს, რადგან მათ ჯერ კიდევ არ გადაუხდიათ საკმარისად მაღალი ფასი იმისთვის, რაც ბოლო 47 წლის განმავლობაში კაცობრიობისა და მსოფლიოს წინააღმდეგ გააკეთეს", - დაწერა მან თავის პოსტში.
