უნგრეთის საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემებით, პეტერ მადიარის პარტიამ "ტისა", 199 ადგილიან პარლამენტში 141 ადგილი მოიპოვა და პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება.

"ფიდესს" 52 მანდატი, პარტია "ჩვენს სამშობლოს" კი - 6 ადგილი ექნება - ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს.

უნგრეთში ახალი მთავრობის დამტკიცების თარიღზე უკვე შეთანხმდნენ და ეროვნული კრების პირველი სხდომა 9 მაისს გაიმართება. ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევაც იმავე დღეს მოხდება.