ბულგარეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ეს ბოლო ხუთ წელიწადში უკვე მერვე საპარლამენტო არჩევნებია, რომელშიც ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტიც მონაწილეობს.

გამოკითხვის მიხედვით, იანვარში ქვეყანაში მიმდინარე მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე გადამდგარი რუმენ რადევი და მისი ცენტრისტული მემარცხენე დაჯგუფება "პროგრესული ბულგარეთი", საზოგადოებაში 35%-იანი მხარდაჭერით სარგებლობს, მეორე ადგილს, სავარაუდოდ, ბოიკო ბორისოვის პარტია "ბულგარეთის სამოქალაქო განვითარების მოძრაობა" დაიკავებს.

არჩევნებში მანდატების მოსაპოვებლად კიდევ რვა პარტია იბრძვის. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა. კენჭისყრის პროცესი საღამოს 20:00 საათამდე გაგრძელდება. საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა რუმენ რადევმა.