რომის პაპი ლეო XIV, მასსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის არსებულ აზრთა სხვადასხვაობას შეეხო და აღნიშნა, რომ მისი განცხადებები, რომლებიც მშვიდობის სახარებისეულ გზავნილს უწევდა პოპულარიზაციას, პრეზიდენტთან დებატებს არ ისახავდა მიზნად - ამის შესახებ abcnews-ი წერს.

მედიის ინფორმაციით, პაპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სურდა განემარტა აფრიკაში ტურნეს დროს მის კომენტარებსა და გამოსვლებთან დაკავშირებით "მოვლენების გარკვეული ვერსია, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება" და, რამაც სოციალურ მედიაში ტრამპის მხრიდან მისი კრიტიკა გამოიწვია.

როგორც პაპმა ჟურნალისტებს განუცხადა, გამოსვლა წინასწარ იყო მომზადებული მანამ, სანამ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მის გამოსვლებს გააკრიტიკებდა.

"გამოსვლა ორი კვირის წინ მომზადდა, დიდი ხნით ადრე, ვიდრე პრეზიდენტი კომენტარს გააკეთებდა ჩემზე და ჩემს მიერ გავრცელებულ მშვიდობის გზავნილზე", - განაცხადა პაპმა.

"რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ეს აღქმული იყო, როგორც ჩემი მხრიდან პრეზიდენტთან კვლავ კამათის მცდელობა, რაც აბსოლუტურად არ შედის ჩემს ინტერესებში. ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს გზას", - აღნიშნა რომის პაპმა.