რომის პაპმა დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა მხარეებს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარებისკენ და კონფლიქტში ჩართულ ლიდერებს გამოსავლის ძიება ურჩია. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ამასთან, პაპმა ლიბანში გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას "იმედის მომცემი" უწოდა.

"ამას ლიბანელი ხალხისა და მთელი ლიბანისთვის შვების სხივი მოაქვს. მოვუწოდებ მათ, ვინც დიპლომატიური გადაწყვეტის ძიებაზე მუშაობს, განაგრძონ სამშვიდობო მოლაპარაკებები, რათა ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებები სამუდამოდ დასრულდეს", - განაცხადა პაპმა აფრიკული ტურნეს ფარგლებში, ანგოლაში გამართული წირვის ბოლოს.