ძლიერი წვიმის შედეგად, ბრაზილიაში, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა, ათასობით ადამიანი კი ევაკუირებულია. Reuters-ის ინფორმაციით, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში ბოლო 48 საათის განმავლობაში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. სტიქიამ განსაკუთრებით დააზარალა პერნამბუკოსა და პარაიბას შტატები.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, ორი ადამიანი დაიღუპა რესიფეში, ორი კი – ახლომდებარე ქალაქ ოლინდაში, ხოლო დაახლოებით 1 500 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. პარაიბაში დაიღუპა ორი ადამიანი, ხოლო სტიქიის შედეგად დაახლოებით 1 800 ადამიანი დაზარალდა.

რეგიონში საგანგებო მზადყოფნის უმაღლესი დონე გამოცხადდა.