დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში ნავთობის ფასსა და ირანთან კონფლიქტს გამოეხმაურა. პრეზიდენტის განმარტებით, ბარელზე ფასი თითქმის 10 დოლარით შემცირდა, რაც, მისი თქმით, რეკორდული მაჩვენებელია.

ტრამპმა ირანთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მათ შეთანხმების მალე მიღწევა სურთ, რაც სრულიად შესაძლებელია.

"ნავთობის ფასები მკვეთრად ეცემა - ბარელის ფასი თითქმის 10 დოლარით შემცირდა, რაც რეკორდული ვარდნაა, რადგან ხალხი მიიჩნევს, რომ ირანთან ომი არ იქნება. ირანს სურს, კონფლიქტი რაც შეიძლება მალე მოგვარდეს. ეს სრულიად შესაძლებელია!" - წერს დონალდ ტრამპი.