ნეპალში, ინდური სამგზავრო ავტობუსის მდინარეში გადავარდნის შედეგად სულ მცირე 14 მგზავრი დაიღუპა,იუწყება BBC 

 

მედიის ცნობით, ავტობუსში, რომელიც პოხარადან ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში მიემგზავრებოდა, დაახლოებით 40 ადამიანი იმყოფებოდა. ტანაჰუნის რაიონში, მდინარე მარსიანდის ნაპირზე, ავარიის ადგილზე სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს.

როგორც მედია იუწყება, შესაძლოა, დაშავებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდოს.