პანამის არხზე, "ამერიკის ხიდის" ქვეშ მომხდარ ძლიერ აფეთქებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა. ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი, სავარაუდოდ, ნავთობკომპლექსის თანამშრომელი იყო.

მეხანძრეებს ცეცხლის ჩასაქრობად და ტერიტორიის უსაფრთხოებისთვის სამი საათი დასჭირდათ.

პანამის სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა დაადასტურა: "სამწუხაროდ, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, შესაძლოა ის კომპანიის თანამშრომელია, რომელიც ხანძრის და შემდგომში, ცისტერნების აფეთქების დროს, ცეცხლის ხაფანგში აღმოჩნდა".

საწყისი მობილიზაციის ფარგლებში, ადგილზე 70-ზე მეტი სახანძრო და 45 სასწრაფო დახმარების მანქანა იყო გაგზავნილი.