პარიზში, ეიფელის კოშკზე ბომბის არსებობის საფრთხის გამო, მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა,-იუწყება  Reuters'ი საფრანგეთის პოლიციიდან წყაროზე დაყრდნობით .

SETE-მ, რომელიც მართავს ადგილს, თქვა, რომ ბომბის განადგურების ექსპერტები და ასევე პოლიცია ათვალიერებდნენ ტერიტორიას, მათ შორის რესტორანს, რომელიც მდებარეობს ერთ სართულზე.

 

ვიზიტორთა ევაკუაცია განხორციელდა როგორც სამი სართულიდან, ასევე მონუმენტის ქვეშ არსებული მოედნიდან. 

 

ამ ეტაპზე, მომხდართან დაკავშირებით,  სხვა დეტალები უცნობია.