მედიის ცნობით, სამხრეთ კორეაში, მთავარი ოპოზიციური პარტიის - „ტობუროს“ თავმჯდომარე, ლი ჩჟე მენი დაჭრეს.
როგორც BBC წერს, შემთხვევა საჯარო ღონისძიების დროს მოხდა.
პოლიტიკოსი ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა, როდესაც მას 66 წლამდე უცნობი კაცი ავტოგრაფის სათხოვნელად მიუახლოვდა, შემდეგ კი მოულოდნელად ყელის არეში ჭრილობა მიაყენა.
ლი ჩჟე მენი კლინიკაში გადაიყვანეს.
ექიმების განცხადებით, პოლიტიკოსის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
თავდამსხმელი ადგილზე დააკავეს.