კვირას, ქუვეითის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სამინისტროს ორი თანამშრომელი დაიღუპა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
სამინისტრომ მათი გარდაცვალების გარემოებების შესახებ დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებია.
CNN-ი წერს, რომ ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც ქუვეითის საჰაერო თავდაცვის სისტემები ირანიდან გაშვებულ დრონებსა და რაკეტებს იგერიებენ.
კვირას, ქუვეითის სამხედროებმა განაცხადეს, რომ „მტრული დრონების ტალღა“ თავს დაესხა ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტში მდებარე საწვავის საწყობებს. მათივე ინფორმაციით, დრონების ჩაჭრის შედეგად წარმოქმნილმა ნამსხვრევებმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დააზიანა.
სახელმწიფო მედიის ცნობით, ქუვეითის სოციალური უზრუნველყოფის ეროვნული ინსტიტუტის შენობა დრონებით დაიბომბა, რის შედეგადაც 22 სართულიან შენობას ცეცხლი გაუჩნდა. მედიის ცნობით, არავინ დასავებულა.
