ირანის სახელმწიფო მედიამ აჩვენა ხალხის დიდი მასა, რომლებიც რამდენიმე ქალაქის ქუჩებში გამოვიდნენ და მხარდაჭერა გამოუცხადეს ახალ ლიდერს - მოჯტაბა ხამენეის. ინფორმაციას კადრებთან ერთად Reuters-ი ავრცელებს.

ფოტოებზე ჩანს, რომ შეკრებილებს ხელში ირანის დროშები, მოჯტაბა ხამენეის და მისი მამის, აიათოლა ალი ხამენეის პორტრეტები უჭირავთ, რომელიც ომის პირველ დღეს საჰაერო დარტყმების შედეგად დაიღუპა.