აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ მსოფლიო "უფრო უსაფრთხო და უკეთესი ადგილი გახდება, როდესაც ირანში მისია დასრულდება".

ვაშინგტონში გამართულ ღონისძიებაზე გამოსვლისას რუბიომ განაცხადა, რომ აშშ ჩართულია მისიაში, რომელიც მიზანში იღებს "მსოფლიოში ყველაზე დიდ მძევლების ამყვანს და ტერორიზმის წამყვან დამფინანსებელს - ირანის რეჟიმს".

მისივე თქმით, მისიის მიზნები ნათელია და მოიცავს:

"ამ რეჟიმის შესაძლებლობის განადგურებას, რომ გაუშვას რაკეტები; იმ ქარხნების განადგურებას, რომლებიც ამ რაკეტებს ამზადებენ; და მათი სამხედრო-საზღვაო ძალების განადგურებას.“

"ჩვენ ამ მიზნის მიღწევის გზაზე ვართ," - ამბობს რუბიო.