ირანის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ მთავრობა მზადაა შეერთებულ შტატებთან ხანგრძლივი ომისთვის და მიანიშნა, რომ მზად არიან გააგრძელონ თავდასხმა სპარსეთის ყურის ქვეყნებზე, რათა მათ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონფლიქტიდან გასვლაზე დაითანხმონ.
ეს გაფრთხილება თეირანში CNN-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში გაჟღერდა, სადაც უზენაესი ლიდერის ოფისის საგარეო პოლიტიკის მრჩეველმა, კამალ ხარაზიმ დიპლომატიური ზომების მიღება გამორიცხა და განაცხადა, რომ ომი მხოლოდ ეკონომიკური სირთულეებით დასრულდება, რაზეც კონფლიქტის მეათე დღეს მთავრობის პოზიციის გამკაცრებაც მიუთითებს.
"მე დიპლომატიის ადგილს ვეღარ ვხედავ“, - განაცხადა ხარაზიმ CNN-თან ინტერვიუში.
"ადგილი არ იქნება, თუ ეკონომიკური ზეწოლა იმ დონემდე არ გაიზრდება, რომ სხვა ქვეყნები ჩაერევიან იმის უზრუნველსაყოფად, რომ ირანის წინააღმდეგ ამერიკისა და ისრაელის აგრესია შეწყდეს“, - თქვა ხარაზიმ და მიანიშნა, რომ სპარსეთის ყურის არაბულმა სახელმწიფოებმა და სხვა ქვეყნებმა, ომის დასასრულებლად, აშშ-ზე ზეწოლა უნდა მოახდინონ.
„ეს ომი უზარმაზარ ზეწოლას ახდენს - ეკონომიკურ ზეწოლას - სხვა ქვეყნებზე, იწვევს ინფლაციას, ენერგიის დეფიციტს და თუ ეს გაგრძელდება, ეს ზეწოლა მხოლოდ გაიზრდება და შემდეგ, სხვებს ჩარევის გარდა სხვა გზა არ ექნებათ“, - თქვა მან.
