ქუვეითის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ორშაბათს "რამდენიმე ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, მაგრამ ეკიპაჟის ყველა წევრი გადარჩა".
როგორც CNN-ის წერს, განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც მათ კატაპულტირებული პილოტების კადრები გაავრცელებს. CNN-ი იტყობინება, რომ ისინი კომენტარისთვის აშშ-ის ცენტრალურ სარდლობას დაუკავშირდნენ.
"შესაბამისმა ორგანოებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს სამძებრო-სამაშველო ოპერაციები. ეკიპაჟები ავიაკატასტროფის ადგილიდან ევაკუირებულები არიან და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს შეფასებისა და საჭირო სამედიცინო დახმარების მისაღებად", - განაცხადა ქუვეითის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა საიდ ალ-ატვანმა და დასძინა, რომ მათი მდგომარეობა სტაბილურია.
ალ-ატვანმა განაცხადა, რომ ქუვეითი პირდაპირ კოორდინაციაშია აშშ-ის ხელისუფლებასთან.
