შვედეთში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ჯანმო-მ მაიმუნის ყვავილი გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა.
მაიმუნის ყვავილის გავრცელების გამო სამშაბათს აფრიკაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მაიმუნის ყვავილის ახალი შტამის 13 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რასაც 450 ადამიანი ემსხვერპლა.
მაიმუნის ყვავილი ახლო კონტაქტით ვრცელდება. ჩვეულებრივ მსუბუქი ფორმის, ის იშვიათ შემთხვევებშია ფატალური. დაავადება იწვევს გრიპის მსგავს სიმპტომებს და ჩირქოვან დაზიანებებს სხეულზე.