რუსეთში, ორენბურგის ოლქის ქალაქ ორსკში კაშხალი გასკდა.

როგორც რუსული მედია წერს, მიმდინარეობს ადგილობრივების ევაკუაცია.

ოპერატიული სამსახურების ინფორმაციით, წყალდიდობის ზონაში, შესაძლოა, 4 ათასამდე კერძო საცხოვრებელი და კორპუსი მოხვდეს, რომლებშიც 10 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.

ამასთან, ორენბურგის ოლქის მთავრობის ინფორმაციით, ქალაქში კაშხლის ნაწილი გაირღვა. ევაკუაციისთვის მომზადებულია ექვსი დროებითი განსახლების ცენტრი.

როგორც საგანგებო სიტუაციების სამინისტროში აცხადებენ,  კაშხლის გამაგრებაზე მაშველები და მუნიციპალური სამსახურები მუშაობენ.