საფრანგეთში, ქალაქ ლე-მანთან სამგზავრო ავტობუსი, რომელსაც უკრაინელები გადაჰყავდა ავარიაში მოხვდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაიღუპა 4 პირი, დაშავდა სულ მცირე 30 ადამიანი, მათგან 11 მძიმე მდგომარეობაშია.

მედიის ცნობით, ავტომაგისტრალზე მოძრაობა შეჩერებულია და შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობენ.

ადგილზე იმყოფება საფრანგეთში უკრაინის ელჩი.