ჰოლივუდის ლეგენდარული კინორეჟისორი და მსახიობი, რობ რაინერი და მისი მეუღლე, მიშელი, ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს.
როგორც abcnews-ი იუწყება, წყვილის გარდაცვალების საქმეს მკვლელობის მუხლით იძიებენ.
ამერიკული მედია წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ წყვილს დანით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებათ.
პოლიციის ცნობით, თავდამსხმელის ვინაობა ამ დროისთვის დაუდგენელია და დაკავებულიც არავინაა.
